დიმიტრი ქუმსიშვილი სირილ მიულერს შეხვდა

14/10/2017

მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერთან და მის გუნდთან შეხვედრისას.
მიმდინარე წელს აღინიშნა მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 25 წლისთავს, რომლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე თბილისში ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი იმყოფებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც საქართველოს ინსტიტუციური განვითარების, ასევე ქვეყნის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება, რომლითაც ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება. „აქამდე ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, რეგიონული განვითარების პროექტები, რომელთაც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა მათ აუცილებლად დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები“ – დიმიტრი ქუმსიშვილი
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰეემსკერკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა ოფიციალური პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0