დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსს ეწვია

31/01/2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში, რომლის დასრულების შემდეგაც სხდომის პროტოკოლს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიხაილ რუსის ერთობლივი ბრიფინგი ბელარუსის მედიისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის უნივერსიტეტში, კომპანიაში „მინსკ კრისტალი“, ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკში „Великий Камень“, აგროგაერთიანება „ოზერნეცკი-აგრო“ და აგროტურისტული კომპლექსი „თეთრი ლოსი“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ვლადიმერ ვაშჩენკოსა და ბელარუსელი მაშველების დაჯილდოება ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0