კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის სახელმწიფო კომპანია K Water-ის პრეზიდენტს, ლიი ჰაკ-სუუ (Mr.Lee Hak-Soo) შეხვდა.
აღნიშნული კომპანიის თანამონაწილეობით საქართველოში ხორციელდება „ნენსკრა ჰესის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში საქმიანობის, ასევე, კორეის რესპუბლიკასა და მის ფარგლებს გარეთ კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.