დიმიტრი ქუმსიშვილი კორეული კორპორაციის “SKE&C”-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

01/03/2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი კორეული კორპორაციის “SKE&C”-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალურ მმართველ დირექტორს სეუნგ სუ ლის შეხვდა.
კორეულმა მხარემ გამოხატა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის დაწყებაზე ენერგეტიკის, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.
გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით.
კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კორპორაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, სასტუმრო ინდუსტრიაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0