დიმიტრი ქუმსიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრეზენტაციას დაესწრო

13/09/2016

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან კიტაკ ლიმთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც იგი შესასრულებს მომავალში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარეს ექნება არაერთი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს ანაკლიის პორტით. „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ანაკლია არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის მომავალში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0