დიზაინის განვითარების პროექტი “დიზაინი საქართველოდან” იწყება

13/07/2016

თბილისის საკრებულოში, დიზაინის განვითარების პროექტის “დიზაინი საქართველოდან- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროექტი თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“დიზაინი საქართველოდან” პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას თქმით, პროექტს, რომლის მიზანიც დამწყები დიზაინერების ხელშეწყობაა, თბილისის მერია სიამოვნებით უჭერს მხარს.
„ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მართლაც რომ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაიმართება ინტერაქტიული სემინარები, კონფერენციები და დისკუსიები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით და დავეხმაროთ დამწყებ დიზაინერებს იდეების შემდგომ განვითარებაში. ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და შემოქმედებით ინდუსტრიებში მეტი ადამიანის დასაქმება ჩვენი ქვეყნისა დადედაქალაქის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“ – განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს საერთაშორისო ბაზარზე, რასაც ხელშეწყობა სჭირდება და თბილისის მერია ამისთვის მზაობას გამოთქვამს. დედაქალაქის მერმა პროექტის ინიციატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0