დიეტა 40-ს გადაცილებული ქალებისთვის

14/04/2016

სერიალში “სექსი დიდ ქალაქში” მთავარი როლის შემსრულებელი, კიმ კეტროლი ბევრისთვის მისაბაძი ქალბატონია. საკუთარი გმირისგან განსხვავებით, მსახიობი არ არის ჩაციკლული საკუთარ გარეგნობაზე, მაგრამ მაინც აქვს რამდენიმე მარტივი საიდუმლო, რომელიც მას ეხმარება ახალგაზრდობისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებაში.

ერთხელ კიმ კეტროლმა თქვა, რომ მოჭარბებული მადის გამო მთელი ცხოვრება დიეტას იცავს: “ჩემი ასაკის ქალები ჯეინ ფონდას ვარჯიშების კასეტებზე არიან გაზრდილები, სჯეროდათ ყოველდღიურად რამდენიმე ჭიქა წყლისა და სუფთა ჰაერის სარგებლიანობის, – ეს ჭეშმარიტებაა!”

“როცა 40-ის გავხდი, ვფიქრობდი, რომ ვეღარ შევასრულებდი სექსუალური გმირების როლებს. თუმცა თითქმის 20 წლის შემდეგ რეჟისორები კვლავ მხედავენ ამ ამპლუაში… ვფიქრობ, რომ ეს იმის დამსახურებაა, თავს რომ ვუვლი: სწორად ვიკვებები, ვვარჯიშობ და ვცდილობ, სტრესები მინიმუმამდე დავიყვანო. ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვზივარ, თუმცა ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი არის”, – ამბობს კიმი ინგლისურ ჟურნალ Woman & Home-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაშ ასე, რას მიირთმევს კიმი იმისათვის, რომ 60 წლის ასაკშიც სექსუალურად გამოიყურებოდეს და ახალგაზრდა მამაკაცებს თავბრუს ახვევდეს? მისი რაციონი არ შედგება წარმოუდგენელი და ხელმიუწვდომელი

ეგზოტიკური კერძებისგან. კიმი არჩევანს ცხიმებით მდიდარ პროდუქტებზე აკეთებს. იგი თითქმის ყოველდღიურად მიირთმევს ორაგულს, ზეითუნის ზეთით შეკაზმულ ბოსტნეულის სალათებს. აი, საყვარელ შარდონეზე ვახშმად უარს მხოლოდ მაშინ ამბობს, როცა მორიგი კინოპროექტისთვის სასწრაფოდ დაკლება ესაჭიროება: “ამ დროს გადაჭრით “არას” ვამბობ პურზე, რომელზეც ვგიჟდები და ალკოჰოლზე”. ასევე მსახიობი ყოველ დილით იღებს თითო კაფსულა C და E ვიტამინს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცეცხლოვანი მსახიობის მაგალითზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი გენიალური – მარტივია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, იმისათვის, რომ 40+ ასაკში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდე, საკმარისია, რეგულარულად მოუარო თავს და სწორად იკვებო?

Tweet about this on TwitterShare on Facebook0