დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ

02/03/2016

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, სოფელი დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დროს დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ. ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

“ქალბატონი წულუკიანი ტრაბახობს იმით, რომ ის თურმე იუსტიციის სახლების მაგივრად ხსნის საზოგადოებრივ სახლებს, არსებობს ასეთი სოფელი დიდი ჯიხაიში, სადაც უკვე დასრულდა საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა და მუშებს დღემდე არ აქვთ კუთვნილი ხელფასი მიღებული და იქნებ მთავრობა დაინტერესდეს ამ ამბით. ერთია, რომ ეკონომიკას ვერ ვუვლით და იქნებ ის მაინც მოახერხოს მთავრობამ, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა აიღონ თავისი კუთვნილი ანაზღაურება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ორი-სამი ათასი ლარით დაგროვებული დავალიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ერთი თეთრიც არ მიუღიათ და ამ ხალხის უკან დგას ბავშვები, ოჯახები, მუხუცი მშობლები და კეთილი ინებოს თეა წულუკიანმა და ამ საქმით დაინტერესდეს”, – განაცხადა ბობოხიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0