თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დავით ნარმანია იმყოფებოდა ფოთის ქუჩაზე, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. უკვე დასრულდა ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
ფოთის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს დამწვარი სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გადახურვა და კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემონტდება საცხოვრებელი ფართები.
„დიდუბის რაიონში ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. კეთდება უბნებში საერთო სარგებლობის გზები, საბავშვო მოედნები, წესრიგდება ეზოები. ყველაფერი კეთდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანია იმყოფებოდა ასევე ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც 3500 კვადრატული მეტრი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო დიღმის მასივის მე-3 კვარტალში და ახმეტელის ქუჩაზე. დიღმის მასივის მე-3 კვარტალში 4000 კვმ გზის რეაბილიტაცია კაპიტალურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე, ბორდიურები და ტროტუარი. ახმეტელის ქუჩაზე გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები და ტროტუარი.
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
07/04/2016