დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჩაილურის სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეწვივნენ და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების – ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, ხოლო IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის S2 დაზვერვის ოფიცერი კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.
მემორიალური დაფების გახსნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მიხეილ სვიმონიშვილი და დავით ივანიშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჯაბადარი ესწრებოდნენ.
ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალით დასრულდა, გიორგი კირაკოზაშვილის დედაც დაესწრო.
დიდი ჩაილურის სკოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა
14/05/2016