დიდი რაოდენობით მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა „სარფში“

16/05/2016

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 13 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა. ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ე.მ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, მათ 1582 კოლოფი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 15844,58 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0