ინტენსიური თოვის შემდეგ დღეს დილიდან გურიაში გამოიდარა. მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეფერხება იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.
უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გზების წმენდის პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად დაესწრო.
„დიდთოვლობას გურიაში პრობლემები არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. გრძელდება საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა. რეგიონს ელექტროენეგია შეუფერხებლად მიეწოდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.