დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

20/02/2023

დიასპორასა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტი მზად არის გაითვალისწინოს კომიტეტის ყველა წევრის შენიშვნა 2023 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

„კენჭი ვუყაროთ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ თუ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს ექნებათ რაიმე ტიპის შენიშვნა და ან რამე ინიციატივა, პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ განვიხილავთ დაწვრილებით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0