დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

15/09/2016

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სურვილი კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს. სუბარის შეფასებით, დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს და იგივე გრძელდებოდა 2008 წლის არჩევნებში. ხოლო 2012 წელს თქვენ გახსოვთ რაც ხდებოდა, მაგალითად ხაშურსა და სხვა რაიონებში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ, თუმცა საზოგადოება დღეს ბევრად კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, მათ გეგმებს ასრულება არ უწერია“, – აღნიშნა სუბარმა, რომლის აზრითაც, პრევენციული ზომების მიღება საჭიროა, რათა მინიმალური ძალადობაც კი გამოირიცხოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0