დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

22/03/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები. ცვლილების შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები კანონში აისახება. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. დემარკაციის სამუშაოების შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698,8 ჰა-დან შემცირდა 118, 8 ჰა-თი და შეადგინა 15580 ჰა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატების კანონში ასახვა ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0