მარტვილის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის, კერძოდ, ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები: ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მონიკა პიოტროვსკა, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანუსზ ვიელგოსზი, სკოლების გაერთიანების უფროსი სლავომირ ზიმანსკი, სკოლის დირექტორი ბიეტა მასზევსკა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები.
შედგა სამუშაო შეხვედრა, მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს შემდეგ სფეროებში: ეკონომიკა, ხელოვნება და კულტურა, განათლება, სპორტი და ფიზიკური აქტივობები, გარემოს დაცვა, სოციალური ურთიერთობები და სხვა, ასევე დაისახეს სამომავლო გეგმები. სტუმრებს კოლხური ტრადიციებით უმასპინძლა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ. ოფიციალური დელეგაცია მარტვილში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ დაათვალიერეს მარტვილის ულამაზესი ბუნება, ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტები, დაესწრნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
23 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტსა და ჩარნკოფის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მონიკა პიოტროვსკამ.
დელეგაცია მარტვილში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა
23/05/2016