დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტია

Sunday July 11th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა, ალტერნატიული სერვისების განვითარება/გაძლიერება და ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ სკოლა-პანსიონების შეფასებასა და თითოეული ბავშვის საჭიროებების დადგენას.

„დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და ალტერნატიული სერვისების განვითარება და გაძლიერებაა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა ამ მიმართულებით სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციები არიან: გაეროს ბავშვთა ფონდი, Worl Vision-ი და ჩეხეთის კარიტასი“,-ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

საერთაშორისო პარტნიორმა ორგანიზაციებმა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

„ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობასა და როლების გადანაწილებაზე ვიმსჯელეთ, რათა პროცესები სწორად და გამჭირვალედ წარიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ცხოვრების საშუალება. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა“,-ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი ქლანსიმ განაცხადა.

მხარეები შეთანხმდნენ, იმაზეც რომ უახლოეს მომავალში შემუშავდება ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმაც. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე , სოციალური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0