სამინისტროში, 2015-2016 წლებში, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დროს განხილული იქნა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განმახორციელებელი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და სამოქმედო გეგმის სამომავლო ცვლილება გენდერულ ჭრილში.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს, ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #320-ე ბრძანებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სსიპ-ის „საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ 2015-2016 განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის, ამერიკის საელჩოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
30/06/2016