დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოში 53 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი შეუსყიდა

20/03/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდის მუნიციალიტეტის სოფელ ნაცატუში ლაგვილავების ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესყიდული კერძო სახლი დაათვალიერეს. მანამდე კი ოჯახის მდგომარეობას იმ ავარიულ სახლში გაეცნენ სადაც მურთაზ ლაგვილავას ოჯახი წლებია ცხოვრობს. ახლადშეძენილი სახლის კეთილმოსაწყობად ლაგვილავების ოჯახს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ხის სამასალე მერქანს გადასცემს. სოზარ სუბარი და კობა ქანთარია ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრნენ. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა. ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0