დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.
დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო
25/10/2021