დედოფლისწყაროში, ქართულ ჭიდაობაში ბიძინა მაზიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა.
ტურნირი, ტრადიციულად, ელიაობისა და დედოფლისწყაროობის დღესასწაულებს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეგახსენებთ, რომ საღამოს, 19:00 საათზე “დედოფლისწყაროობის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
დედოფლისწყაროში, ქართულ ჭიდაობაში ბიძინა მაზიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა
02/08/2023