დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/03/2024

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში 16 ჰა. ფართობზე შენდება ახალი რეკრეაციული ზონა, ეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა. პარკში გაკეთდება ტბა. განახლებული სარეკრეაციო ზონა მიზიდულობის ცენტრი გახდება სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისთვის. პროექტი “განახლებული რეგიონების” , ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 14 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0