დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N 30 დადგენილებაში შევიდა ცვლილება. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1446,2 ათასი ლარით გაიზარდა და თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. მათ შორის: წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, სპორტული დარბაზებისა და მოედნების მშენებლობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, გარე განათების სისტემის რეაბილიტაციისთვის და სხვა სამშენებლო ღონისძიებებისთვის.
დღესვე, საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს N 44 და ასევე, ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N 26 დადგგენილებებში . გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ „ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N 215 დადგენილება. პროექტის მიხედვით , 2017 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება თანამდებობების დასახელებები და თანამშრომლებს მიენიჭებათ შესაბამისი რანგები. პირველი რანგი მიენიჭება სამასახურის უფროსებს, მეორე -განყოფილების მესამე-მთავარ და უფროს სპეციალისტებს და მეოთხე- სპეციალისტებს შესაბამისი კლასის მითითებით.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ დადებითად შეაფასა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ .
სხდომაზე ასევე დამტკიცდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
16/06/2017