დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ზემო მაჩხაანის, არბოშიკისა და ოზაანის მოსახლეობას შეხვდა და ამ სოფლებში არსებული პრობლემები მათთან ერთად განიხილა. მოსახლეობის მოთხოვნით დასახელდა პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები.
ზემო მაჩხაანი-კულტურის სახლის ნაწილობრივი გადახურვა, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა, დარჩენილ უბნებზე გარე განათების მონტაჟი.
არბოშიკი-შიდა გზების მოხრეშვა, ცენტრალური სანიაღვრე არხის გაწმენდა, დარჩენილ უბნებზე გარე განათების მონტაჟი, საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა.
ოზაანი-შიდა გზების მოხრეშვა, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
25/01/2019