დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო

14/05/2021

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება.
აღნიშნული სამუშაო შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, დუმბაძის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძის, პეტრიწის ქუჩებს; თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანის და გმირთა მოედნებს; რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, წერეთლის, გურამიშვილის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლის გამზირებს; გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ. დედაქალაქში გზების მორეცხვის სამუშაოები 22:00-დან 03:00 საათამდე იწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0