დედალაურში მდებარე ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

05/10/2017

შპს „ოქროს ფოთოლს“ პროგრამა „ქართული ჩაის რეაბილიტაციის“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე 243 763 კვ.მ. ჩაის პლანტაცია 25 წლიანი იჯარით გადაეცა
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0