დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ ეტაპზე გურიაში მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში

21/08/2018

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს დღეს წარუდგინა.
შეხვედრაზე გუბერნატორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ ის, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ ეტაპზე გურიაში მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში. მზად ვარ, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის და ჩემი თხოვნაა ვიყოთ ერთი გუნდი“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0