დაწერილი იყო საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, რომელიც ვერ განხორციელდა

03/08/2016

დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ომს, ჩვენ ვხედავთ საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარს, რომელიც იყო დაწერილი და, რომლის განხორციელება ვერ შეძლო კონკრეტულმა პირმა. – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარში ვგულისხმობ შემდეგს – წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ იმ ცვლილებებს ჩვენ არ მივიღებდით, რაც მივიღეთ პარლამენტში ბოლო სესიებზე, როდესაც გავზარდეთ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და ნაცვლად ორი მოსამართლისა, დღეს საჭიროა 6 ან სხვადასხვა საკითხებზე 5 მოსამართლის ხმა, რათა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. თქვენ წარმოგიდენიათ, რა მოხდებოდა, მაგალითად, თუ ჩვენს მიერ განხორციელებულ ცვლილებებამდე, ორი მოსამართლის ხმით, მაგალითად გააუქმებდა რომელიმე კანონს, მათ შორის საარჩევნო ნორმებს იმ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, როდესაც არჩევნების დღე დანიშნულია და, როდესაც პარლამენტი უკვე აღარ მუშაობს სასესიო ფორმატში; უქმდება ძირითადი კანონი, რომელიც აწესრიგებს საარჩევნო პროცესს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო – ქაოსი, სრული სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც იქნებოდა დასაწყისი ისეთი ტიპის პროცესების, რომლის წარმოდგენა, მართლაც ძალიან მძიმე სურათს ქმნის. და აი ასეთ დროს ოთხი მოსამართლე, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარე, ხმას აძლევს საარჩევნო ნორმების გაუქმებას, რომელიც აწესრიგებს საარჩევნო პროცესს, რომელიც არის მაჟორიუტარული ოლქები და, რომელზედაც ვენეციის კომისიამ თქვა რომ ეს იყო კარგი ცვლილებები. რა არის ეს თუ არა საკოსნტიტუციო რევოლუცია, რომელიც მზადდებოდა და რომელიც იყო გეგმის ნაწილი, სამწუხაროდ ჩვენ ამ სურათს ვხედავთ“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, „ისტერია, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, როდესაც საკონსიტიტუციო ცვლილებები ხორციელდებოდა, ახლა ეს პროცესები, რომელიც განვითარდა სწორედ ამ სცენარის რეალურობაში გვარწმუნებს“.

„ყველა ლოგიკას მივყვარათ სწორედ აქამდე. ეს სამწუხაროა, რადგან საკონსტიტუციოს სამართლოს ინსტიტუციური ნდობა, ავტორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გაძლიერებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება მივიღეთ ბოლო პერიოდში. ამიტომ, როდესაც სასამრთლოს თავმჯდომარე და ცალკეული პირები არ უფრთხილდებიან სასამართლოს ავტორიტეტს, ცდილობენ მის გამოყენებას როგორც პოლიტიკური იარაღი, ეს არის სრულაიდ დაუშვებელი. არავის აქვს უფლება, ეს სასამართლო, რომელიც არის მთელი ქვეყნისთვის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი, გამოიყენოს ისეთი დანაშაულებრივი, ისეთი ბოროტი ძალის ინტერესების გასატარებლად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0