პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეთის თავმჯდომარე გმობს ტრანსგენდერ მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობას. ეკა ბესელიას თქმით, დაუშვებელია განსხვავებულობის ნიშანი გახდეს ადამიანზე ძალადობის განხორციელების საფუძველი. დეპუტატი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს საგამოძიებო ორგანოებისადმი საქმეზე კვალიფიკაციის შეთავაზებას სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან.
„მე არ მიმაჩნია ის რომ , ჩვენ ქორწინების დეფინიციის მკაფიო განსაზღვრება გინდა რომ კონსტიტუციაში ჩავწეროთ ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეიძლება გამოვლინება ხდებოდეს განსხვავებული ნიშნით ადამიანებზე ძალადობის. მეც ვგმობ ამ ძალადობას იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანების მიმართ ძალადობა თუ ის განსხვავებულია, განსხვავებულად ფიქრობს ან განსხვავებული წესით ფიქრობს. რაც შეეხება კვალიფიკაციას მე ყოველთვის მოვუწოდებდი ყველას ეს იქნებოდა მათ შორის სახალხო დამცველი თუ სხვა სტრუქტურების , რომ კვალიფიკაციის შეთავაზება გარედან საგამოძიებო ორგანოსთვის მიმაჩნია რომ არის არასწორი“ – აცხადებს ეკა ბესელია.
დაუშვებელია განსხვავებულობის ნიშანი გახდეს ადამიანზე ძალადობის განხორციელების საფუძველი
17/10/2016