დატბორილი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყება

10/01/2018

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ნიკეას ოლქის მაჟორიტარმა კახაბერ ბოჭორიშვილმა, საკრებულოს წევრ გიორგი ჭეიშვილთან და ააიპ „სპეციალური სერვისების“ უფროსთან ზვიად მანდარიასთან ერთად ნიკეას ქუჩის 58-ე და 62-ე, ასევე 48-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. აღნიშნულ კორპუსებთან უხვი ნალექის დროს წყალი გროვდება და მოსახლეობას პრობლემას უქმნის.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს დახმარება აღუთქვეს, მალე „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები კორპუსებს შორის დატბორილი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0