დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

20/09/2019

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიის თანამშრომლებთან, კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისის ჭალა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავა. ბოლნისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციას იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი ახალგაზრდები შეუერთდნენ.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც ჩაერთო საერთაშორისო დასუფთავების კამპანიაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ და დღეს სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისის ჭალა დავასუფთავეთ. მსგავსი კამპანიები ხელს უწყობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლებას, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ ასეთ აქციებს, მოვლილი და სუფთა ქვეყანა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0