დასაქმების ფორუმის მონაწილე 3 სტუდენტი პრაქტიკას თავდაცვის სამინისტროში გადის

08/06/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართული დასაქმების ფორუმის მონაწილე 3 სტუდენტი პრაქტიკას თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში გადის.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უკვე გააცნეს თავდაცვის სამინისტროს მიზნები და ამოცანები, ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებზე და სტაჟირების შესაძლებლობებზე, ესაუბრნენ ზოგადად საკადრო საჭიროებებსა და თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. უწყებაში პრაქტიკის გავლის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტმა უწყების მოთხოვნებთან შესაბამისი 3 საუკეთესო აპლიკანტი რეზიუმეების მიხედვით შეარჩია და პრაქტიკანტად დანიშნა.
11 მაისს გამართულ მასშტაბური დასაქმების ფორუმში 50-მდე კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0