დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13/10/2016

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავმნებლის “კუსებრი ფაროსანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელეს. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ხელმძღვანელობდა. აღინიშნა, რომ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით მოხდება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და უცხოელი სპეციალისტების მოწვევა. აღნიშნულ საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება.
კუსებრი ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო 100 -მდე კულტურას ,მათ შორის ,თხილს და სიმინდს აზიანებს.მავნებელი გავრცელებულია როგორც მეზობელ, ასევე, ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგეტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ხელმძღვანელი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და კომპანია “აგრიჯორჯიას“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0