დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი

16/09/2016

საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტი, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს,
– როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის, როგორც სახელმწიფო, სუვერენული ფული, ასევე კერძო სექტორიდან მოზიდული თანხა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სივრცითი მოწყობა, გულისხმობს საქართველოს ყველა რაიონსა თუ სოფელში ერთ დონეზე ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, რათა ყველა რეგიონს, რაიონსა თუ სოფელს ერთნაირად მიეწოდებოდეს ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო მოსახლეობასა და კერძო სექტორს აწვდის.

„ეს გულისხმობს, პარტნიორობის მოდელების მეშვეობით, ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას – ფიზიკურ, თვისობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას, თანამედროვე, ევროპულ, ინფრასტრუქტურულად, სერვისებით, ელექტრომომარაგებით გამართულ სახელმწიფოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა და მოხარული ვარ, რომ მისი განხორციელების დასაწყისში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული გეგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0