დარიალის ხეობაში განათების მონტაჟი მიმდინარეობს

29/07/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, დარიალის ხეობაში დროებითი განათება მონტაჟდება. სტიქიის ზონაში 60 LED განათების ბოძი განთავსდება და პერიმეტრს სრულად გაანათებს, რაც გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ასევე, ევაკუაციის შემთხვევაში, განათებული გზა გაამარტივებს სტიქიის ზონიდან ადამიანების , მანქანების და ტექნიკის გამოყვანას.
ხეობაში მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ პირადად დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე გადაადგილება 23 ივნისს 18:00 საათზე მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თერგის კალაპოტი გადაკეტა და მდინარეს მიმართულება შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.
ამჟამად, დარიალის ხეობაში გზა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრული რეჟიმით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0