დართლოს რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

25/07/2016

საქართველოს რეგიონალური გაანვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი შეხვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს. შეხვედრა დართლოს რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით გაიმართა.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიზანია ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0