დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

30/10/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებებზე იმსჯელა. ცვლილებები პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა. პროექტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება 700 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი კანონით იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარს არ აღემატება.

„ლარის დევალვაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ლოგიკურია ზღვარი 300-დან 700 ლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0