დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქსტატის“ საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი

03/04/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, კონკურსის შედეგად შერჩეული გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურების თაობაზე იმსჯელა. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ კომიტეტს ინფორმაცია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. მან თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემების, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა. კენჭისყრის შედეგად 9-9 ხმა მიიღო გიორგი ეზუგბაიამ და ოთარ ანგურიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0