დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურიაში

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურიაში დილიდანვე მიმდინარეობს. ქალაქ ოზურგეთის თატრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, რომელიც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების პრეზენტაციას – თემაზე “ჩემი ქალაქი – დამოუკიდებლობის სათავეებთან“ დაესწრნენ.
ოზურგეთში, “ჭადრების ბაღში” ასევე გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – “26 მაისი”; მარათონული რბენა – ჭავჭავაძის ქუჩა; ჩემპიონატი ჭადრაკში; მაგიდის ჩოგბურთი; შაში; ტაეკვან დო კარატეს საჩვენებელი გამოსვლები; მკლავჭიდი , ქართული ჭიდაობა; მოეწყო ტურიზმის კუთხე.
ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების ნახვისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც თეატრალურ მოედანზე გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0