დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში

26/05/2016

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და თანამშრომლებმა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, შეუძლებელია დამოუკიდებლობის დღის აღნიშნა, იმ ადამიანების გახსენების გარეშე, რომლებმაც თავი საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს. ჩვენი ვალია დავაფასოთ ეს გმირები და გვახსოვდეს ის დიდი მონაპოვარი, რასაც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა ჰქვია.
მათ პატივი მიაგეს ასევე 26 მაისს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ვასილ გელშვილის ხსოვნას და მის საფლავზე შეიკრიბნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0