დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას

18/12/2017

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქციის შექმნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში განხეთქილების შესახებ საუბარი არის სპეკულაცია, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
„ჩვენ ვახერხებდით აქამდეც, უმრავლესობის შიგნით, ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას, მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას უმრავლესობის შიგნით. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი. ეს იყო გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, მთლიანად, საფუძველს იყო მოკლებული ეს საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0