დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება

28/04/2016

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ გამოკითხვას პარლამენტში დეპუტატი ჩორა თაქთაქიშვილი ეხმიანება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა ბოლო პერიოდში არასწორად ვითარდება.

“ამ კვლევიდან ყველაზე მთავარი დასკვნა არის ის, რასაც დამატებითი კვლევა არ სჭირდება, რადგან საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში საუბარი არის გაუგონარ სიღარიბეზე, ფასების ინფლაციაზე, გაზრდილ გადასახადებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ქართული ოცნების“ მეოთხე ე.წ. საუკთესო წელს არის ყველაზე გაუარესებული მდგომარეობა . ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2016 წელს არჩევნებით, როდესაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურ პრობლემებზე იმუშავებს და არ მოემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0