დაირეგისტრირეთ მიწა მარტივად და გახდით მესაკუთრე

16/09/2016

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება შემდეგნაირად ხდება:
თუ გსურთ მიწის რეგისტრაცია, მიაკითხეთ თქვენი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს; აუხსენით მას, რისი რეგისტრაცია გსურთ და აჩვენეთ ის საბუთები, რომლებიც გაქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე.
შემდგომ, მოითხოვეთ ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა. გაეცანით და ხელი მოაწერეთ მას ამზომველთან ერთად.
ამის შემდეგ, ამზომველს აჩვენეთ მიწის ნაკვეთი ადგილზე, და ზუსტად მიუთითეთ სად მდებარეობს თქვენი ნაკვეთი. დათქმულ დროს, მიაკითხეთ ამზომველს და მიიღეთ ხელზე აზომვითი ნახაზი და დისკი, და გააფორმეთ სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
ბოლოს კი გამოართვით ამზომველს ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და მისი საბანკო ანგარიშის მონაცემები.
საჯარო რეესტრში ჩააბარეთ უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი, და ყველა დანარჩენი დოკუმენტი რაც გადმოქცათ ამზომველმა (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი, ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები).
თუ თქვენი მიწა დარეგისტრირდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა საჭირო საბუთს თვითონ გადააგზავნის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. ამის შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება პირდაპირ ჩაერიცხება სახელმწიფოს მიერ.
დაირეგისტრირეთ მიწა მარტივად და გახდით მესაკუთრე!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0