დათო გოგუამ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

22/11/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ჩხოროწყუს სს ,,ნ.მიქაიას სახელობის ჩხოროწყუს სამშობიარო სახლში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამშობიარო სახლს , მიმდინარე წლის მაისში , ინფრასტრუქტურის სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება შეუჩერდა. დღემდე შეჩერებულია ასევე სამეანო სტაციონარული მომსახურება.
ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მიმდინარეობს საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური პალატის მოწყობა. სამშობიარო სახლი უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სამედიცინო აპარატურით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩხოროწყუს სამშობიარო სახლი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0