დაზიანებული სახურავების აღდგენით სამუშაოებს გუბერნატორი გაეცნო

03/05/2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო. „მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, გადახურვის სამუშაოები ხარისხიანად ტარდება, მთავრობამ დროულად გამოყო ფინანსური რესურსები, რათა აღმოფხვრათ ის ზარალი, რაც მოსახლეობას ძლიერი ქარის შედეგად მიადგა“ – განაცხადა გუბერნატორმა. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას, განცახდებით მრავალბინინი კორპუსების გადახურვის სამუშაოები ათ დღეში დასრულდევბა. იმ კერძო საცხოვრებელი სახლების მფლობელები კი ვისაც ქარმა სახურავები დაუზიანა გადასახური მასალით დაკმაყოფილდებიან. წალენჯიხაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 564 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო. რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა წალნჯიხასა და ჯვარში 12 მრავალბინინი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0