დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ხორციელდება ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში. დღეს დილიდან მიმდინარეობს სოფელ თვალივთან მდებარე დაზიანებული საავტომობილო ხიდის აღდგენა, რომელიც აკავშირებს ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფელს ცენტრალურ გზასთან. მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე იმყოფება ადგილზე და პირადად უწევს კონტროლს მიმდინარე სამუშაოებს.
„მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება“- აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.