დავით შერაზადიშვილმა GIZ-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

31/03/2021

GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის” ფარგლებში, პროგრამის ხელძღვანელმა აკბარ მოჰაბატიმ და პროგრამის მრჩეველმა არჩილ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ობიექტების გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით, მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ, კომერციულ ან რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროგრამას „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ 2020 წლიდან ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0