დავით შერაზადიშვილმა ცურტავის დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

26/09/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ცურტავში დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 730 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ამ ეტაპზე ობიექტზე მხოლოდ სანიაღვრეების მოწესრიგება მიმდინარეობს. თვის ბოლოს კი ცურტავის მოსახლეობა და ტურისტები უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0