დავით შერაზადიშვილმა, სოფელ ბალიჭსა და მუშევანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

09/09/2019

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და მუშევანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი ესტუმრა. ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და მუშევანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილი N4 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.
გუბერნატორის პირველი მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის ისტორიულ უბანში მდებარე რუსთაველის ქუჩას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო და ტროტუარები მოეწყო. მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა ვახტანგ გორგასალისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქუჩებიც მოინახულა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
ზვიად ჭანაშვილმა ქ. ბოლნისში ასევე დიმა ლაზარეშვილისა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ქუჩებში პირველად ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა, სადაც ბეტონის საფარის დაგება იგეგმება. გუბერნატორის პირველი მოადგილე, დავით შერაზადიშვილთან ერთად, დაბა კაზრეთს ესტუმრა და საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე 68 ლიფტის შახტა იქნება კეთილმოწყობილი.
მონიტორინგის ფარგლებში, გუბერნატორის პირველი მოადგილე სოფელ ბალიჭსაც ეწვია, რომელმაც სანიაღვრე ქსელის დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0