დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს შეხვდა

09/02/2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. პროექტი “შემოქმედებითი კომპასი“ ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ მთავარი ამოცანაა რეგიონებში ხელი შეუწყოს შესაძლებლობების გაფართოებას და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი გაგა ცალუღელაშვილი და პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ თანამშრომლობისა და ქსელის განვითარების მენეჯერი ლევან ხარატიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0